ახალი ამბები
ხანძრის გამო გალის სამი სოფლის მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია
გალის რაიონის რამდენიმე სოფლის მიმდებარედ ტყის მასივები იწვის. ინფორმაციას "გალ ტვ" ავრცელებს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გალის სახანძრო სამსახურის უფროსის ემირ ზუხბაიას განცხადებით, ხანძარია სოფლებთან: ზემო ბარღები, სიდა და რეფი.

ადგილზე სახანძრო - სამაშველო სამსახურის ბრიგადებია გასული. ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდა და ცეცხლი ახლომდებარე შენობებს მოედო, დაიწვა ხის ყველა ნაგებობა.

გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარებოდა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა. ქრობის სამუშაოები გრძელდება, ხანძრის ფართობი და მასშტაბები ჯერჯერობით არ არის დადგენილი.

Print