რეგიონი
ქურდობაში ბრალდებული ათწლიანი ძებნის შემდეგ ზუგდიდში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი პირი - 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ქურდობის ჩადენისთვის წარედგინა.

ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.მ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ხოლო 2010 წლის აგვისტოდან, მასზე ძებნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა.

Print