ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 141 ადამიანი დაინფიცირდა
აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 585 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 141 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით ბოლო 3 იანვარს 2 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, 57 და 67 მამაკაცები. ისინი გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდნენ მკურნალობის კურსს. 

ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში 65 კოვიდ დადასტურებული პირი მკურნალობს, აქედან 23-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურშ- 33, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 19, ტყვარჩელში - 15, გაგრის საავადმყოფოში - 30.

რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 43 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 9323 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 131, გამოჯანმრთელებულია 7187 ადამიანი.

Print