ახალი ამბები
ალექსანდრე ანქვაბი Covid-19 - ის დიაგნოზით გუდაუთის საავადმყოფოშია მოთავსებული
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი გუდაუთის საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას, სადაც ის 4 იანვარს მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას არ აღინიშნება უარყოფითი დინამიკა, თუმცა, აუცილებელია სტაციონარის პირობებში დაკვირვება. ინფორმაციას, "მთავრობის" პრესსამსახური ავრცელებს. Covid-19 ანქვაბს 30 დეკემბერს დაუდასტურდა.

მანამდე, 27 დეკემბერს, კორონავირუსი აფხაზ ლიდერს, ასლან ბჟანიას გამოუვლინდა. "პრეზიდენტის ადმნისტრაციის" ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დაავადება გართულებების გარეშე მიმდინარეობს. ამავე ცნობით, ასლან ბჟანია,რომელსაც აუცილებელი მკურნალობა უტარდება, დისტანციურად განაგრძობს მუშაობას.

სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 141 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა. ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 9323 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 131, გამოჯანმრთელებული - 7187 ადამიანი.



Print