ახალი ამბები
გაგრის რაიონში ტყეს უკიდია (ვიდეო)
გაგრის რაიონის მთისპირეთში ტყეს უკიდია. ადგილზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან. ქრობის სამუშაოები რამდენიმე კერაზე მიმდინარეობს. ამის შესახებ უწყების პრესმდივანმა რომან ლაბიამ განუცხადა ადგილობრივ მედიას. მისივე თქმით, ხანძრის გავრცელების ფართობი ჯერჯერობით არ არის დადგენილი. ლაბიას თქმით, მანამდე, 5 დეკემბრის საღამოსთვის, გალის რაიონში მძვინვარე ხანძრის ყველა კერის ლიკვიდირება მოხერხდა. პრეს - მდივანი აღნიშნავს, რომ მთავარ სირთულეს ძნელად მისადგომი ადგილები წარმოადგენს, სადაც სპეცტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც, მეხანძრე მაშველებს საკუთარი ძალებით უხდებათ ხანძრის ქრობა.

აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში ხანძრის კერების გაჩენის ძირითად მიზეზად ლაბია ადამიანურ ფაქტორს ასახელებს.
Print