ახალი ამბები
გამოფენა "დადიანების სასახლეების საგანძური" Google-ის კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე განთავსდა
ზუგდიდის დადიანების სასახლეების საგანძური მსოფლიოს უდიდესი, Google-ის კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე განთავსდა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, ხელოვნების სასახლის შემდეგ, ზუგდიდის დადიანების სასახლე მეორე ქართული მუზეუმია, რომლის კოლექციაც მსოფლიო აუდიტორიის წინაშე გამოიფინა. 

"დამთვალიერებელი იხილავს აფხაზეთიდან ილორისა და მოქვის ოქროს ხატებს, რომლებზეც დატანილია ქართული წარწერები და ქართველ ისტორიულ მოღვაწეთა სახელები. ასევე, Google-ის ტექნოლოგიების საშუალებით, დეტალურად შეუძლია დაათვალიეროს დადიანების სასახლეებში დაცული საგანძური, რომელიც ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად გამოიფინა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენაზე ხელოვნების სასახლის კულტურის ისტორიის მუზეუმისა და ზუგდიდის დადიანების სასახლეების თანამშრომლებმა იმუშავეს და მისი ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/3oeNtZv
Print