ახალი ამბები
საშობაო ლიტურგია პანდემიის ფონზე - ზუგდიდის ტაძრებში შობა აღნიშნეს
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მოქმედ ტაძრებში საშობაო წირვა-ლოცვა ღამისთევით ჩატარდა. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვა მეუფე გერასიმემ მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა, მანამდე კი მან მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა.

ტაძარში მრევლი პირბადეებით იყო. ხალხმრავლობის გამო, თავდაპირველად დისტანციის დაცვა გაჭირდა, თუმცა, მოგვიანებით, მორწმუნეები ღამისთევის მსახურებას რეგულაციების დაცვით დაესწრნენ.

დღეს ზუგდიდში, პანდემიის გამო, ალილოს ტრადიციული მსვლელობა არ გაიმართება, თუმცა სასულიერო პირები ქალაქის ქუჩებს აკურთხებენ.
Print