ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 142 ადამიანი დაინფიცირდა და 5 გარდაიცვალა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 572 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 142 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით 4 და 5 იანვარს 5 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ოთხი მათგანი გუდაუთის ჰოსპიტალში მკურნალობდა, ერთკი კი გაგრის საავადამყოფოში.

ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში 68 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს, აქედან 22-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 35 ინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 16 , ტყვარჩელში - 15, გაგრის საავადმყოფოში - 22, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში  კი 46 კოვიდინფიცირებული.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 9465 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 136, გამოჯანმრთელებულია 7196 ადამიანი.

Print