ახალი ამბები
სენაკში 30 წლამდე მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს
სენაკში, სოფელ კოტიანეთში 1989 წელს დაბადებული მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს. მას დაზიანება, სავარაუდოდ, საკანცელარიო დანით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საკუთარმა მამამ იპოვა.

ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შს სამინისტრომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა როგორც უწყებაში ამბობენ ის შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს გამოძიების მიმდინარეობისას.
Print