ახალი ამბები
გაგრაში ტყის ხანძარი მოსახლეობას მიუახლოვდა
გაგრაში ტყის ხანძარი დასახლებულ ტერიტორიას 150 მეტრზე მიუახლოვდა. ადგილზე სახანძრო - სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ბატალ ბერზენიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები საჭიროების შემთხვევაში მზად არიან მოსახლეობის ევაკუაციისთვის. თუმცა, ბერზენიას თქმით, ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს. ის აცხადებს, რომ მეხანძრეები აკონტროლებენ სიტუაციას, და მზად არიან შეაჩერონ ცეცხლი, თუ ის საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდება.

მისივე ინფორმაციით, საგანგებოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები ტყის მასივის უბანზე, გზას ასუფთავებენ ტოტებისა და ფოთლებისგან, ავტომობილების მოძრაობა რომ არ შეფერხდეს.


Print