ახალი ამბები
მეუფე გერასიმემ შობა სამედიცინო პერსონალს, პაციენტებსა და მეხანძრე-მაშველებს მიულოცა (ვიდეო)
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად რუხის კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში მივიდა.
მან მედპერსონალსა და კოვიდინფიცირებულებს შობის დღესასწაული მიულოცა და მცირე საჩუქრები გადასცა. გარდა ამისა, მიტროპოლიტი "ევექსის" ჰოსპიტალის სამშობიარო განყოფილებაშიც იმყოფებოდა და იქ მყოფი მელოგინეები სიმბოლურად, ტკბილეულით დაასაჩუქრა. მეუფემ შობა მეხანძრე-მაშველებსაც მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა.
 ასევე, ის ენგურის ხიდთან მივიდა და ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მოინახულა.
Print