ახალი ამბები
სოხუმი: გაგრაში ხანძრის კერები ფრაგმენტირებულია
ასლან ბჟანიამ პირად კონტროლზე აიყვანა გაგრაში ხანძართან დაკავშირებული სიტუაცია. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაიონების ხელმძღვანელებს დაავალა, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინონ.

მანამდე, 7 იანვარს საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებდა ინფორმაციას, რომ „აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე მეხანძრეებმა მოახდინეს ხანძრის კერების ლოკალიზება“.

გაგრის რაიონში ტყის ქვედა საფარი დაახლეობით 6 ჰექტარზე იწვოდა, ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია გაგრისა და სოხუმის სახანძრო - სამაშველო ბრიგადები. 8 იანვრის დილის მონაცემებით, “გაგრაში ხანძრის კერები ფრაგმენტირებულია“.

ამავე ცნობით, ამ ეტაპზე ცეცხლმა მაღალმთიანი ნაწილისკენ გადაინაცვლა. ზღვისპირა მონაკვეთზე დაბალი ინტენსივობის ცეცხლის კერებია.

ტყეს ეკიდა ასევე გუდაუთის რაიონში, სოფელ მგუძირხვას და ოჩამჩირის რაიონის სოფლების რეკისა და ბესლახუბას მიმდებარედ.

გალის რაიონის სოფელ განახლებაში ლივიდირებულია ხანძარი, რომელიც 1 ჰექტარზე გავცრელდა.

დილიდან ტყვარჩელში ხანძრის შესახებ მიიღო საგანგებომ შეტყობინება. დაიწვა ხის საცხოვრებელი სახლი. მეხანძრეებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

Print