ახალი ამბები
ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა და თვითდაზიანებები მიიყენა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში ახალგაზრდა მამაკაცმა 62 წლის მამა ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მძიმე დაზიანებები აქვს ბრალდებულსაც, რომელმაც მომხდარის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. ის ჯერ ჩხოროწყუს, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია, გამოძიება 109-ე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს.
Print