ახალი ამბები
აფხაზეთში ხანძრის კერები სოფელ ბზიფშიც გაჩნდა
აფხაზეთში ხანძრის კიდევ რამდენიმე კერა დაფიქსირდა სოფელ ბზიფში. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას გაგრის სახანძრო - სამაშველოს შტაბის უფროსმა დავიდ ბგანბამ განუცხადა. მისი თქმით, ადგილზე მეხანძრეების ორი ბრიგადა მუშაობს.

გაგრა უკვე თითქმის ერთი კვირაა ტყის ხანძრებს ებრძვიან. 7 იანვარს ცეცხლი დასახლებულ პუნქტს საშიშ მანძილზე, 100 მეტრზე მიუახლოვდა. 8 იანვარს საღამოს ბგანბამ განაცხადა, რომ გაგრაში ჟოეკვარას ხეობაში მძვინვარე ხანძარი, რომელიც მოსახლებისკენ მიწევდა, შეჩერებულია. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა მოსახლეობის ევკუაციისთვის.

იმავე დღეს ხანძარი გაჩნდა ახალი ათონის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე. მის ქრობაში მეურნეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.

მანამდე ხანძრის რამდენიმე კერა იყო გალის რაიონში, რომლის შედეგადაც, სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ტყეს ასევე ეკიდა გუდაუთის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის სოფლების მიმდებარედ.





Print