ახალი ამბები
რიწის ტბაში ავტომობილი გადავარდა, ერთი ადამიანი დაიღუპა
რიწის ტბაში ავტოტრასიდან "ჰონდას" მარკის ავტომობილი გადავარდა. 8 იანვარს, საღამოს საათებში მომხდარი შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, მანქანაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სამმა ჯერ კიდევ მოძრავი ავტომობილიდან მოასწრო გადახტომა, სანამ ის ტბაში გადავარდებოდა, მეოთხე მგზავრი კი დაიღუპა. უწყების ცნობით, დაღუპული გუდაუთის მცხოვრებია. ადგილზე მისულმა მყვინთავებმა ავტომობილი ამოიღეს წყლიდან. დაღუპულის ცხედარი ნათესავებს გადასცეს.


Print