ახალი ამბები
ჩერნომორენერგო - ხანძრის გამო ფსოუს მაღალი ძაბვის ხაზი ავარიულად გაითიშა
9 იანვარს, დაახლოებით, დილის 7 საათზე, ავარიულად გაითიშა მაღალის ძაბვის ხაზი "ფსოუ 220", რის გამოც, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის დიდი ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც ვარაუდობენ, ავარია გაგრის რაიონის ტყის მასივებში მძვინვარე ხანძრებს უკავშირდება. ინფორმაცია კომპანია "ჩერნომორენერგოს" ფეისბუკის გვერდზე ვრცელდება. ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოებში ჩართულია  შესაბამისი სამსახურები.

გაგრაში უკვე ერთი კვირაა ტყეს უკიდია. 7 იანვარს ცეცხლი დასახლებულ პუნქტს საშიშ მანძილზე, 100 მეტრზე მიუახლოვდა. 8 იანვარს საღამოს საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაგრაში ჟოეკვარას ხეობაში მძვინვარე ხანძარი, რომელიც მოსახლებისკენ მიწევდა, შეჩერებულია. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა მოსახლეობის ევკუაციისთვის.




Print