ახალი ამბები
ფოთში აქციის მონაწილეები დააკავეს
ფოთში, ქალაქის ტერიტორიაზე თევზის მძაფრი სუნის გასაპროტესტებლად შეკრებილი აქციის 4 მონაწილე დააკავეს. თავდაპირველად ადგილობრივების ნაწილმა აქცია გამართა, თუმცა ქალაქის მერი გოჩა კურდღელია მათ მერიაში არ დახვდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მის სახლთან გადაინაცვლეს.

საბოლოოდ, ისინი მერს ვერ შეხვდნენ, თუმცა, მათ კურდღელიას მეზობლები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც 4 ადამიანი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს. ისინი ფოთის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
Print