რეგიონი
სამეგრელოში ხანძრის მხოლოდ ერთი კერაა დარჩენილი - საგანგებო
მეხანძრე-მაშველები ბუნებაში გაჩენილი ხანძრების ჩასაქრობად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში. ინფორმაცის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მარტვილის სოფელ დობერაზენში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

"მოსახლეობას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე", - ამბობენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, სამეგრელოში გასულ კვირაში ხანძრის 100-ზე მეტი კერა გაჩნდა.
Print