რეგიონი
სამეგრელოს კლინიკებში 217 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
ამ დროისთვის, სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 217 პაციენტი გადის მკურნალობის შესაბამის კურსს. აქედან, რუხის კლინიკაში 64 პირია მოთავსებული. სენაკის "სენა-მედში" მყოფი 38 კოვიდპაციენტიდან, 4 მძიმეა. ფოთის კლინიკაში 39 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 6 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 18 პირია მოთავსებული, მათ შორის, 4 მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 26 პირი გადის მკურნალობის შესაბამის კურსს, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 34 პაციენტი იმყოფება. 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 142 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში 39 მოქალაქე იმყოფება.

ინფორმაციისთვის, რეგიონში ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამეგრელოში, კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

Print