ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 169 პირი დაინფიცრდა და 1 გარდაიცვალა
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 615 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 169 - ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, 8 იანვარს გუდაუთის საავდმყოფოში კორონავირუსით 1 პაციენტი, 1954 წელს დაბადებული მამაკცია გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურში 80 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, აქედან 27-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 15, ტყვარჩელის სამედიცინო დაწესებულებაში - 15, გაგრის საავადმყოფოში - 30, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში კი 45 კოვიდ ინფირიცირებული პირი გადის მკურნალობის კურსს.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 9782 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 141, გამოჯანმრთელდა 7 294 ადამიანი.




Print