ახალი ამბები
სოხუმმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 თებერვლამდე გაახანგრძლივა
სოხუმში დღეს Covid – 19 - გან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც "პრემიერ - მინისტრის" მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმირ დელბა უძღვებოდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

ახლა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს, რომელთა ვადა ხვალ, 12 იანვარს იწურებოდა. შესაბამისად, 15 თებერვლამდე ისევ იკრძალება მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, კულტურული და საგამოფენო ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, არ მოქმედებენ სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებები. იკრძალება სპა და მასაჟის სალონების, საუნების მუშაობდა საგამოფენო ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, არ მოქმედებენ სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებები. იკრძალება სპა და მასაჟის სალონების, საუნების მუშაობა.

შეზღუვდები მოქმედებს საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ საზოგადობრივი თავშეყრის ადგილებში ატარონ სამედიცინო პირბადეები, დაიცვან ჰიგიენის შესაბამისი ნორმები და სოციალური დისტანცია.

გარდა ამისა, 60 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები გათავისუფლებულნი არიან სამსახურში მისვლის ვალდებულებისგან.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსის 9782 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია 141, გამოჯანმრთელდა - 7 294 ადამიანი.

Print