ახალი ამბები
ხაიში-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-ლახამულა (კმ70-კმ100) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორრმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ამ დროისთვის ნებადართულია.
Print