ახალი ამბები
მამის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ შვილს პატიმრობა შეეფარდა
ჩხოროწყუელ კობა წურწუმიას, რომელსაც გამოძიება მამის მკვლელობას ედავება, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გუშინ გამართულ პროცესზე მიიღო.

35 წლის კობა წურწუმიას ბრალი სს კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში ედება, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალდებულს, რომელმაც, შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაულის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, ოპერაცია ჩაუტარდა.

გამოძიების ვერსიით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში ახალგაზრდა მამაკაცმა 62 წლის მამა ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.




Print