ახალი ამბები
პიროვნული ზრდის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის მიღება გრძელდება
პროექტი "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs" აცხადებს მსურველთა მიღებას პიროვნული ზრდის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. განხორციელების არეალი გურია, აჭარა და სამეგრელოა.

პიროვნული ზრდის პროგრამაში ჩართული პირები პროფესიონალი "ქოუჩის"/ კონსულტანტის დახმარებით განივითარებენ პიროვნულ უნარებს და მოახდენენ სწორ პროფესიულ ორიენტაციას შემდგომი განათლებისა და დასაქმებისათვის.

გარდა ამისა, მონაწილეებს პიროვნული ზრდის პროგრამის დასრულების შემდგომ შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, შეგირდობის გზით დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას, მიიღონ სამეწარმეო განათლება, დასაქმდნენ პროექტის სამიზნე ორგანიზაციებში და პროექტითვე განსაზღვრული საგრანტო პროგრამის საშუალებით წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამაში მონაწილეობის ხარჯს მთლიანად ფარავს ევროკავშირი.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით:

* საშუალო განათლების მქონე 35 წლამდე ახალგაზრდები - რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და მიეკუთვნებიან რომელიმე მოწყვლად კატეგორიას (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი ან დაბალშემოსავლიანი ოჯახები, ყოფილი მიგრანტი, ყოფილი პატიმარი ან პრობაციონერი და ა.შ.);

* განათლების მიღმა მყოფი 35 წლამდე ახალგაზრდები - არასრული საშუალო განათლების მქონენი ან რომლებმაც მიატოვეს სკოლა საბაზო საფეხურზე;

* უმაღლესი განათლების მქონე 35 წლამდე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდები- დაბალშემოსავლიანი ოჯახის წევრი;

* ქალები - ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომნი (ასაკი შეუზღუდავია).

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ქალთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობას (ამ უკანასკნელის შემთხვევაში მოხდება მათი უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება და თანხვედრის უზრუნველყოფა პროექტის ფარგლებში შეთავაზებულ სასწავლო და დასაქმების პროგრამებთან) სამიზნე ყველა რეგიონში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ქვემოთმოცემული ბმულის საშუალებით:

განაცხადის ფორმა: http://bit.ly/3nQcWbG

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

გურია-გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
ელ.ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ტელ: 599 981898

აჭარა-დემოკრატიის ინსტიტუტი
ელ.ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ტელ: 577 45 25 15

სამეგრელო- ასოციაცია "ათინათი"
ელ.ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ტელ: 571538828

"უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია "ათინათთან" პარტნიორობით.


Print