რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, სულ კი ქვეყანაში ინფიცირების ახალი 1 618 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამავე ცნობით, სულ ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 438 კვლევა ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 243 255-ს.

ახალი მონაცემებით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 403 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 611-მდე.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 846 პირი ემსხვერპლა.
Print