რეგიონი
"სენამედში" კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
სენაკში, კლინიკა „სენამედში“ კორონავირუსით 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მამაკაცი აბაშაში ცხოვრობდა.


რაც შეეხება სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ინფიცირებულების რაოდენობას, ამ დროისთვის 6 კოვიდცენტრში 224 პაციენტი რჩება, მათგან 10-ის ჯანმრთელობის მდგოამრეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 221 კოვიდდადებითი, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 20 ადამიანი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, დილის მონაცემებით, კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.





Print