რეგიონი
ეროვნული დროშის დღე - სამეგრელო-ზემო სვანეთში დროშებია გამოფენილი (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთში ეროვნული დროშის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშებითაა მორთული კულტურის ძეგლები და ადმინისტრაციული შენობები. ინფორმაციას,  ფოტოებსა და ვიდეოს სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.




სახელმწიფო დროშებია გამოფენილი დადიანების ზუგდიდის და სალხინოს სასახლეებიდან, ნიკო ნიკოლაძის კოშკიდან ფოთში, სვანური კოშკიდან მესტიაში. დროშებითაა მორთული სენაკის ისტორიული თეატრი და ნოქალაქევი, დროშები გამოფენილია მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებზე.

Print