რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 131 ადამიანს დაუდგინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყნის მასშტაბით კი 15 891 ჩატარებული ტესტის შემდეგ ვირუსი 1 357 პირს დაუდასტურდა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილეის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 244 612-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაიცვალა 21 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 867 პირი ემსხვერპლა.

ახალი მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 748 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 228 359-მდე.
Print