რეგიონი
ზუგდიდში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
ზუგდიდში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ადამიანი ემსხვერპლა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაცვლილია 82 წლის მამაკაცი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა.

ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით ექვს კოვიდკლინიკაში 22 პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 48 კოვიდდაებითი პირი, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 24 ადამიანი.

ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსით კიდევ 131 ადამიანი დაინფიცირდა.





Print