ახალი ამბები
სვანეთის გზებზე შეზღუდვები დაწესდა
ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის, კალა-უშგულის (კმ182-კმ186) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე მიზეზით, შეზღუდვები მოქმედებდა ხაიში-ლახამულას მონაკვეთზე, თუმცა გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, აქ მოძრაობა აღდგა.


Print