ახალი ამბები
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძროაობა აღდგა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე,ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.

დღესვე აღდგა ტრანსპორტის მოძრაობა ხაიში-ლახამულას მონაკვეთზეც.

ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთზე მოძრაობა რამდენჯერმა აიკრძალა.


Print