ახალი ამბები
ორგანიზატორების ინფორმაციით, ანაკლიაში ფესტივალი Echowaves აგვისტოში გაიმართება
ფესტივალ Echowaves-ის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 19-დან 22 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ორგანიზატორებმა Line up-ის ნაწილი უკვე გამოაქვეყნეს. ანაკლიაში დაგეგმილ ფესტივალზე წელს შემსრულებლებს შორის არიან ARTBAT, Dax J, Alan Fitzpatrick, Âme, Boston 168, Stojche, I Hate Models, Jan Blomqvis & Band, Lehar, Modeselektor, Musumeci, The Blaze და სხვები.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციით, სრული დასწრების ბილეთის (მულტიპასის) ღირებულება გაიზარდა და მისი შეძენა 90 ლარად არის შესაძლებელი. მანამდე, ფესტივალის ბილეთები 60 ლარად იყიდებოდა.

Echowaves ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მფლობელის, EXIT-ის მხარდაჭერით წელს მეორედ ჩატარდება.



Print