ახალი ამბები
ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცმა ნაცნობი მოკლა და კვალის დასაფარად ხანძარი გააჩინა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და დაკავებულია 1 პირი, 1998 წელს დაბადებული რ.პ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინება მიიღო ზუგდიდის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ 1983 წელს დაბადებული ვ.ვ. რომელსაც, პირველადი დათვალიერებით, სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ცნობით, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა. მამაკაცი დანაშაულს აღიარებს. 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ხანძრის შემდეგ ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
Print