ახალი ამბები
მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 22 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობა და სხვისი ნივთის დაზიანება ედება, პატიმრობაში რჩება. 16 იანვარს ბარამიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული პირის პროცესი დღეს გაიმართა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ საკუთარ საქციელს ნანობს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 37 წლის ვალერი ვარდანია საკუთარ სახლში ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლულის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინა.

უწყების ცნობით, დანაშაული ურთიერშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით მოხდა.






Print