ახალი ამბები
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია 15 ლარამდე იზრდება
მთავრობის დადგენილებით, 1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია 10 ლარის ნაცვლად 15 ლარი იქნება. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ეს ეხება ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს. გაზრდილი სუბსიდია 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით რეალიზებულ ფქვილზე გავრცელდება.

პროგრამა 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ინფორმაციისთვის, შემოდგომაზე ერთი ტომარა პურის ფქვილის შეძენა 55 ლარად იყო შესაძლებელი. ამ დროისთვის მისი ფასი 70-დან 75 ლარამდე მერყეობს.

Print