ახალი ამბები
1-ელი თებერვლიდან ზუგდიდში ავტობუსები, სკოლები და სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდში, ფოთში, გორში, ბათუმსა და თელავში პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა განახლდება. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, აღნიშნულ ქალაქებში თებერვლის თვის განმავლობაში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი და სავაჭრო ობიექტები არ იფუნქციონირებენ.

მისივე თქმით, 1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.

ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეზღუდვა მოქმედებს თეთნულდი-ჰაწვალის კურორტზეც.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფსასწავლებლებს და უმაღლეს სასწავლებლებს, სწავლების პროცესის განახლება 1-ელი მარტიდანაა დაგეგმილი.

Print