რეგიონი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიდან მოპედი მოიპარეს
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიდან ღამის საათებში ელექტრო მოპედი მოიპარეს. ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და დამნაშავეები უკვე დაკავებულები არიან. 

შსს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე საქმე 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათგან ერთი პასუხისგებაში მიცემული, ხოლო მეორეს მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.


Print