ახალი ამბები
ფოთში ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფოთში ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად სამსახურებრივი უფლებალებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print