რეგიონი
რისთვის გამოიყო რეგიონული ფონდიდან ზუგდიდისთვის 6 მილიონზე მეტი ლარი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 6 458 890 ლარი გამოიყო, რითაც ზუგდიდის 2021 წლის ბიუჯეტი გაიზარდა.
როგორც ოფიციალურ დოკუმენტებში ვკითხულობთ, აღნიშნული თანხა სხვადასხვა პროექტისთვისაა გათვალისწინებული. საუბარია გზების რეაბილიტაციასა და სხვადასხვა კეთილმოწყობით სამუშაოზე.

უფრო კონკრეტულად კი, 5116, 2 ათასი ლარი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში გარკვეული მონაკვეთების გზის რეაბილიტაციისათვისაა გამოყოფილი, 347,1 ათასი ლარი ალერტკარში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის უნდა დაიხარჯოს, 432,3 ათასი ლარი რუხში ავტოსადგომისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების მოწყობის სამუშაოებს უნდა მოხმარდეს, რადგან,როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნულული, აღნიშნული პროექტის განხორციელება 2020 წელს ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დარჩენილ თანხას, 477,1 ათასი ლარი - ქალაქ ზუგდიდში მრავალბინიანი ეზოების კეთილმოსაწყობად დაიხარჯება, 86,2 ათასი ლარი კი ანაკლიაში გარე განათების მოწყობისთვისაა გათვალისწინებული.

გარდა აღნიშნული თანხისა, ზუგდიდის წლევანდელი ბიუჯეტი, კიდევ 3 167 810 ლარით გაიზარდა, მათგან 41554,0 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს აუთვისებელი თანხაა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები 8472,7 ათასი ლარს შეადგენს.

ამასთან, 2013,8 ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზუგდიდისთვის 2019 წლის დადგენილებით გამოიყო, სხვადასხვა სამუშაოებისთვის უნდა დაიხარჯოს, მათ შორისაა, როგორც გზების რეაბილიტაცია, ასევე, სკოლების ხელშეწყობა, მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა და სხვა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მოცულობა მთლიანობაში განისაზღვრა 50 026 700 ათასი ლარით, ნაცვლად დამტკიცებული 40 400 000 ათასი ლარისა.

Print