ახალი ამბები
ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
ხობის სოფელ ჭალადიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი-ერთი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენები დაშავდნენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
Print