ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 51 შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი გარდაიცვალა
სოხუმმა კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Civid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა, 87 წლის მამაკაცი და 90 წლის ქალი.

ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 105 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 30-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 37, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 22, ტყვარჩელის კლინიკაში 13, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 34, რუსეთი სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 43 პაციენტი იმყოფება.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 11520 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 172, გამოჯანმრთელებული კი 9820 ადამიანი.


Print