ახალი ამბები
ფოთში, სავარაუდოდ, დაკვამლიანების გამო 2 ადამიანი გარდაიცვალა
ფოთში, საცხოვრებელ სახლში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. შუახნის მამაკაცისა და მისი მომვლელის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ძლიერი დაკვამლიანება გახდა.

ორივე გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. 

შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


Print