ახალი ამბები
ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ - პრემიერი ჩხოროწყუს მერიის დასუფთავებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავების საკითხზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნება.

"შეფასება შეიძლება იყოს მხოლოდ უმძიმესი აღშფოთება. ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ მოქალაქეებს იქ, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც",- თქვა გახარიამ.

ინფორმაციისთვის, ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პოლიცია 150-ე მუხლით იძიებს. 

ჩხოროწყუს მერიაში კი ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა მოწმის სახით რამდენიმე პირი უკვე დაკითხეს. უწყებაში ამბობენ, რომ გადაცმობის დამტკიცების შემთხვევაში კი ყველა მონაწილე პირი მკაცრად დაისჯება.

ამავე თემაზე: 

მერიაში იმიტომ წამოვიყვანე ბავშვები, რომ უნდა გამოვიდნენ მერები და ცნობილი ადამიანები - ქალი რომელმაც მოსწავლეებს ტუალეტი დაასუფთავებინა

ჩხოროწყუს მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - "ბავშვი ვარ, მონებო"

დაასუფთავებინეს თუ არა მერიის საპირფარეშო ჩხოროწყუელ მოსწავლეებს - ფაქტს პოლიცია იძიებს (ვიდეო)
Print