ახალი ამბები
სად შევიძინოთ ზუგდიდის მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობისთვის ბარათები
დღეიდან ზუგდიდში მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობისთვის სპეციალური ბარათები ან მონეტები დაგჭირდებათ. მერიაში რადიო "ათინათს" განუმარტეს, რომ მოქალაქეებს ბარათის მიღება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ 4 მოსაცდელთან (ბულვარის ტერიტორიაზე და სავაჭრო ცენტრი "ალიანსის" მიმდებარედ) დამონტაჟებულ აპარატზე შეუძლიათ.

ამასთან, ბარათის მიღება შესაძლებელია ცოტნე დადიანის ქუჩის #4 ნომერში. ბარათის ფასი 2 ლარია.

რაც შეეხება, მოსწავლეებსა და სტუდენტებს, მათ ბარათები უფასოდ ეკუთვნით და ამისთვის "საქართველოს ბანკს" უნდა მიაკითხონ.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული გადახდის სისტემა პირველად დაინერგა.

ფოტო: ზუგდიდის მერია
Print