ახალი ამბები
აფხაზეთში გუშინ დაკარგული მოზარდი იპოვეს
12 წლის გოგონა, რომელსაც გუშინ ოჩამჩირეში ეძებდნენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს წარმომადგენლებმა უკვე იპოვეს. ინფორმაციას უწყების პრესცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, დაკავებულია პირი, რომელსაც, სავარაუდოდ, მოზარდი უკანონო ტყვეობაში ჰყავდა. 2001 წელს დაბადებული ი.გ წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

გოგონა გუშინ, 3 თებერვალს, დაახლოებით 13.00 საათზე გავიდა სახლიდან. ის ბოლოს ოჩამჩირის რკინიგზის ხიდთან ნახეს. მასზე ძებნა გუშინვე გამოცხადდა.
Print