ახალი ამბები
ფოთში მამაკაცის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს
ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან ცოტა ხნის წინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია.

რადიო "ათინათის"
ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მისი იდენტიფიცირება მალევე შეძლეს და დანაშაულის ადგილის მიმდებარედ ცხელ კვალზე დააკავეს.

შს სამინისტრო დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ფოთში, მომსახურების სააგენტოსთან მამაკაცი, დაახლოებით, ერთი საათის წინ ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის ადგილზევე გარდაიცვალა.
Print