ახალი ამბები
ვაჟა სირაძე ფოთში მომხდარ მკვლელობაზე: მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები
ფოთში, შს მომსახურების სააგენტოსთან მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულში ბრალდებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ფაქტზე დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით. შსს-ის თანამშრომლების მიერ ცხელ კვალზე მყისიერად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია და მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

შსს 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვახდენთ დანაშაულის პრევენციას", - თქვა ვაჟა სირაძემ.

ფოთში, მომსახურების სააგენტოსთან მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

Print