რეგიონი
გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეზღუდულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 88 მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, კომპანია ,,აქარ იჩ ვედიშ ტიჯარედ ლიმიტედ შირქეთის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოები სრულად ვერ მოესწრო, რის გამოც სამუშაოები გადაიწევს 14:00 სთ-მდე.

აღნიშნულ პერიოდში 7:00 14:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსასვლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
Print