რეგიონი
12 თებერვლამდე სამეგრელოში სითბო შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უმეტესწილად უნალექო ამინდები იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში  +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

"არამდგრადი ამინდებია მოსალოდნენი, მცირე წვიმით. 11 თებერვალს, ღამის საათებში ზოგან გაწვიმდება, დღის საათებში იქნება უნალექო ამინდი, ჰაერი კი 18-20 გრადუსამდე გათბება. 13 თებერვალს იწვიმებს, ხოლო ჰაერის ტემერატურა დაიკლებს 10-დან 12 გრადუსამდე", - უთხრა რადიო "ათინათს" მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.  

სინოპტიკოსები მაღალმთიან რაიონებში თოვლს პროგნოზირებენ.
Print