რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად მალხაზ თორია დაინიშნა
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გახდა. ის ამ დრომდე გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა. თორიამ აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც ალექსანდრე მოწერელია მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს. მანამდე ის მოწერელიას მოადგილე იყო. მალხაზ თორია სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. ამასთან, წლების განმავლობაში მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში.



Print